ბუჩქნარის ხანძარი გაჩნდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ახალ სამხრეთ უელსის შტატში მაშინ, როცა ქვეყანა ქუინსლენდის შტატში ტყის ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობს, რომლებმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა და ათობით სახლი გაანადგურა.
მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში 7 ათას 500 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის, ხანძარს ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ. ხანძრის მიზეზად ცხელ ამინდს ასახელებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტყის ზონებში კოცონის დანთება აკრძალა. რეგიონში ხანძრის 82 კერა დაფიქსირდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის ხანძარი ჯერ არ უნახავთ და, რომ ეს მათთვის ყველაზე საშინელი გამოწვევაა. ტელეარხი ეი-ბი-სი ხანძრის შედეგად დამწვარი მატარებლის ლიანდაგისა და სახანძრო სამსახურის მანქანის კადრებს ავრცელებს, რომელიც გზის პირას გადატრიალდა. დაშავებული მეხანძრე-მაშველები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ქუინსლენდის შტატის ჩრდილოეთით, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხანძართან ბრძოლაში ადგილობრივ მეხანძრეებს მეზობელი ახალი ზელანდიიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან.