ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დღემდე, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა - ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არიან 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი.
დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, 9 კი დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება.