ისრაელის არმია ლიბანში შიიტთა პოლიტიკური და შეიარაღებული ფრთის ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას ანადგურებს და საჰაერო თავდასხმების კადრებს ავრცელებს. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, მათ შორის იარაღის საწყობებს, საგუშაგოებს და იმ უბნებს, რომლებსაც ჰეზბოლა იყენებდა - ნათქვამია ისრაელის არმიის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლიბანის მხრიდან ჰეზბოლას ბოევიკები ცეცხლს უხსნის ისრაელის თავდაცვის ძალებს საზღვარზე მას შემდეგ, რაც ღაზაში მის პალესტინელ მოკავშირე ჰამასს 7 ოქტომბერს ისრაელმა ომი გამოუცხადა.
ისრაელ-ლიბანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 2006 წელს ჰეზბოლასა და ისრაელის არმიას შორის დიდი ომის შემდეგ ყველაზე გამანადგურებელი ესკალაციაა.