ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

30 ოქტომბერი 2023, 10:10 483 ნახვა

ინდოეთის სამხრეთში მდებარე  ანდჰრა პრადეშის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ  რკინიგზის  დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. 

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები დაზიანებულ ვაგონებს ათვალიერებენ და ავარიის მიზეზის დადგენას ცდილობენ. ავარია მოხდა მაშინ, როდესაც  სამგზავრო მატარებელი საჰაერო კაბელის გაწყვეტის გამო გაჩერდა და მას უკანა მხრიდან მეორე მატარებელი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სამგზავრო  მატარებლის ორი ვაგონი  რელსებიდან გადავარდა. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარიის მიზეზი  ადამიანური შეცდომა იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში