ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის სამიზნეების განაგდურებას განაგრძობს

25 ოქტომბერი 2023, 14:05 374 ნახვა

ლიბანური დაჯგუფება ჰესბოლას ლიდერი პალესტინაში მებრძოლი  დაჯგუფებების ჰამასისა და  ისლამური ჯიჰადის ლიდერებს შეხვდა და ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მათმა ალიანსმა ღაზაში წინააღმდეგობის რეალური გამარჯვების მისაღწევად.

პარალელურად ისრაელის არმია ავრცელებს განადგურებული სამიზნეების კადრებს, რომლებსაც  ჰამასის დაჯგუფება იყენებდა.

არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ჰამასის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის  გვირაბის შახტებზე, სამხედრო შტაბებზე, იარაღის საწყობებზე, აღჭურვილობაზე, როგორიცაა ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებები დანადგარები. განადგურებული ზოგიერთი სამიზნე აბრკოლებდა ღაზის მოსახლეობის ევაკუაციას სექტორის  სამხრეთ ნაწილში - ხაზგასმულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

თავის მხრივ, ჰამასი ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა მონაცემებს აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ბომბებმა 80 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში