ჩვენ არ ვისწრაფვით კონფრონტაციისკენ არც ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე და არც სხვა ვინმესთან კიდევ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩვენი მოქალაქეების სახლში დაბრუნებაზე - ეს განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის მიღებისას გააკეთა.
შეხვედრაზე ისრაელის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის მკვეთრი ზრდის გამო და იმედი გამოთქვა, რომ საერთასორისო თანასაზოგადოება გადამწყვეტ ზომებს მიიღებს მთელ მსოფლიოში ებრაელი მოქალაქეების დასაცავად.
ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ არ დატოვებს ისრაელს მარტო ისლამისტ ბოევიკებთან ბრძოლაში.