ისრაელის ავიაციამ გამთენიისას ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ორ პოზიციას დაარტყა. ისრაელის მხარის მტკიცებით, დაჯგუფება ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გაშვებას გეგმავდა.
ისრაელ-ლიბანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ჰეზბოლას თქმით, მისი ერთ-ერთი მებრძოლი ლიკვიდირებულია. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ენ-ენ-ეი ლიბანის სამხრეთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შესახებ იტყობინება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მეჩეთის მიმდებარე კომპლესქზე მიიტანა დარტყმა, რომელსაც პალესტინელი ბოევიკები ისრაელზე თავდასხმების ორგანიზებისთვის იყენებდნენ.
გავრცელებულ კადრებზე მეჩეთის მინარეთი ნანგრევებშია მოქცეული. ადგილობრივების განცხადებით, პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთი 3 ათასამდე ადამიანს ემსახურება.