ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

23 ოქტომბერი 2023, 11:15 397 ნახვა

ისრაელისა და პალესტინის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა  საპროტესტო აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში.

პალესტინელების მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყვეს ჩრდილოეთ კაროლინის რალეის ქუჩებში, ხოლო ებრაულმა სათვისტომომ ნიუ-იორკის გლენ კოვში. პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა კოპენჰაგენში. მომიტინგეები პალესტინის დროშებითა და ღაზის მხარდამჭერი სლოგანებით დანიის პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

20 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე  და ჰამასის ტყვეობაში მყოფი 200-ზე მეტი  მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.  

აქცია პალესტინის მხარდამჭერი გამოსვლის შემდეგ დაიგეგმა, რომელიც შაბათს  ლონდონის ცენტრში გაიმართა და რომელშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბერლინში კი არასანქცირებული  აქცია პოლიციამ დაშალა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში