ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში სულ მცირე 203 ადამიანია მძევლად აყვანილი. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, სამხედროებმა ამ დრომდე შეატყობინეს 203 მძევლის ოჯახს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ახლაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების პროცესში არიან. ვითარება ისრაელში, დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში.