ომის მე-13 დღე ისრაელში

19 ოქტომბერი 2023, 17:54 632 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელში ხანმოლკე ვიზიტის დასასრულს ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართული პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ  იგი  ამაყად დგას ისრაელის მხარეზე ქვეყნის ისტორიის  ყველაზე ბნელ საათებში.   სუნაკი ისრაელში დღეს ჩავიდა  და ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. რიში სუნაკი  მიესალმა ეგვიპტის გადაწყვეტილებას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვების შესახებ და მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას ბრიტანელი მძევლების ოჯახების მხარდაჭერისთვის. ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ისრაელიდან საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც  პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. დაუნინგ სტრიტზე განაცხადეს, რომ ლონდონი ელ-რიადს მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ მიიჩნევს და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მოგვარებაში მისი როლის იმედი აქვს.  სუნაკის შემდეგ ისრაელში ჩასვლას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი