„ჰამასის“ ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანია - ისრაელის არმიის სპიკერი

19 ოქტომბერი 2023, 14:41 604 ნახვა

ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი - აცხადებს ისრაელის არმიის სპიკერი.  დანიელ ჰაგარის თქმით, მძევლებს შორის არიან ბავშვები, ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები. სამხედროებმა ამ დრომდე შეატყობინეს 203 მძევლის ოჯახს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ისრაელის კიბუც ნირ-ოზიდან დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის გოგონა და მისი 80 წლის ბებიაა.

აქამდე ფიქრობდნენ, რომ ბებია და შვილიშვილი ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი