ერთი ოჯახის 13 წევრი დაიღუპა დღეს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილობრივები ნანგრევებიდან გადარჩენილთა გამოყვანას ცდილობდნენ და დაშავებულები საკაცეებით გადაჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანებში.
ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს ასობით სამიზნეზე, ძირითადად ჰამასის ინფრასტრუქტურაზე.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ბლოკადაში მოქცეულ სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 3 ათას 478 პალესტინელი დაიღუპა და 12 ათას 65 დაშავდა.