სემინარი მეწარმეებისთვის ხულოში

12 ოქტომბერი 2023, 20:03 747 ნახვა

ხულოში მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე ტურისტულ სფეროში მოქმედ სუბიექტებს მიეწოდათ ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე მომსახურების სფეროში.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა ტურისტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ძირითადად ტურისტების მიზიდვის ფასიანი ციფრული ქსელების გამოყენებასა და სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი