ბლინკენი ნეთანიაჰუს შეხვდა

12 ოქტომბერი 2023, 14:44 469 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივში ჩავიდა  და  ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ბლინკენის  ახლო აღმოსავლური ტურნე  ისრაელზე პალესტინელი ჰამასის ბოევიკების თავდასხმების შემდეგ ისრაელისადმი ვაშინგტონის სოლიდარობის დემონსტრირებაა. 

ამერიკის ტოპ-დიპლომატი შეეცდება ხელი  შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბური კონფლიქტის თავიდან აცილებას, ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას, ასევე ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაციამდე ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის შესახებ ისრაელსა და ეგვიპტეს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას.

ისრაელის შემდეგ ბლინკენი გაემგზავრება იორდანიაში, სადაც შეხვდება მეფე აბდულას და პალესტინის ლიდერს  მაჰმუდ აბასს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი