პარაგვაის ყველაზე დიდ ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს 

11 ოქტომბერი 2023, 10:48 515 ნახვა

პარაგვაის ყველაზე დიდ ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს, 11 ზედამხედველი მძევლად აიყვანეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ინციდენტი დედაქალაქის  გარეუბანში ტაკუმბუს პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის  განცხადებით,  მთავრობისა და  სამხედროების ჩარევის შემდეგ  2 მძევალი გაათავისუფლეს.  შტურმის დროს დაშავდა ორი პოლიციელი. 

ტაკუმბუს  ციხეში 4 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს. ადგილობრივი უსაფრთხოების ექსპერტების თქმით,  ციხეში სიტუაციას თითქმის სრულად აკონტროლებენ დამნაშავეთა ბანდები.  

პოლიციამ  დამცავი ფარები გამოიყენა ციხეზე შტურმისთვის, რადგან   ციხის შესასვლელი  ცეცხლის ალში იყო გახვეული.

ხელისულების განცხადებით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოგვიანებით შეძლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი