ახლო აღმოსავლეთში ომის გაღვივება რუსეთის ინტერესებშია - ზელენსკი

10 ოქტომბერი 2023, 11:04 523 ნახვა

რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით,  რუსეთს მსოფლიოში უთანხმოება და  წინააღმდეგობები  ევროპაში თავისუფლების გასანადგურებლად სჭირდება.

ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს - ამბობს უკრაინის ლიდერი და იხსენებს, რომ წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ იცის როგორ დაუპირისპირდეს ამ საფრთხეს და შესაბამის ნაბიჯებსაც ამზადებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი