გაეროში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმას გმობენ, ირანი ჰამასს გამარჯვებას ულოცავს

09 ოქტომბერი 2023, 10:08 511 ნახვა

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და არ გამორიცხა მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია.  ვუდმა  მომხდარს  "ძალიან ტრაგიკული სიტუაცია" უწოდა და  საერთაშორისო  საზოგადოებას მისი  დაგმობისკენ მოუწოდა.

გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩმა გაეროში თქვა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყენებს თავის რეგიონულ კავშირებს კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ  კი ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ  პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფებს გამარჯვება მიულოცა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში