ხულოში სოფელ ხიხაძირში ტბელ აბუსერისძის სახელობის მუზეუმი გაიხსნა. ისტორიულ ხიხანის ხეობაში მცირე ზომის კიდევ ერთი სამუზეუმო სივრცის გახსნა დაკავშირებულია ტბელ აბუსერისძის ღვაწლთან, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში.
მუზეუმის გახსნის ფინანსური მხარდამჭერი ხულოს მერიაა, მუზეუმის გახსნაში წვლილი მიუძღვის ბსუს პროფესორ რამაზ ხალვაშსაც, რომელიც ამავე ხეობის მკვიდრია.