„ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

29 სექტემბერი 2023, 11:08 916 ნახვა

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 30 სექტემბერს საქართველო ბორდოში ფიჯის უძლიერეს ნაკრებს ერკინება, რომელმაც გასულ შეხვედრაში ავსტრალიას 22:15 სძლია. მატჩი საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიასთან ფრეს შემდეგ, 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშეს. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს.

ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მის არყოფნაში "ბორჯღალოსნების" კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება.

ნარიაშვილის ანგარიშზე 74 მატჩია, აქედან ხუთი კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი