ყარაბაღში საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.
ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.