იტალიური მაფიის ბოლო ნათლიმამა გარდაიცვალა

25 სექტემბერი 2023, 10:18 565 ნახვა

იტალიის მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო, რომელიც  იანვარში 30 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს,  გარდაიცვალა.  ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით  სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.  61 წლის მესინა დენარო დაპატიმრებისას ონკოპაციენტი იყო. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი იმ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თავდაპირველად  მკურნალობდა. 

მესინა დენარო უამრავ  დანაშაულშია მხილებული, მათ შორის 1992 წელს  მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი  პროკურორების  ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობების დაგეგმაში. მას პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასევე  1993 წელს რომში, მილანსა და ფლორენციაში აფეთქებებზე, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ასევე  12 წლის ჯუზეპე  დი მატეოს გატაცების ორგანიზებაზე, რომლის მამისგან  მოითხოვდნენ უარი ეთქვა მაფიის წინააღმდეგ   ჩვენების მიცემაზე.  ბავშვი 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ  მოკლეს.

იტალიური პრესის მიერ  ბოლო ნათლიმამად წოდებულმა  მესინა დენარომ  2020 და 2022 წლებში ყალბი სახელით ოპერაცია გაიკეთა  მსხვილი  ნაწლავის სიმსივნეზე. მკურნალი ექიმის  განცხადებით, მისი მდგომარეობა დაპატიმრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი