ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ ცეცხლის გაუხსნა პალესტინელს, რომელიც პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ჰაარ-ჰომის ებრაულ დასახლებასთან ახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავდასხმას ცდილობდა. ეჭვმიტანილი ძალოვნებმა გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მან დანა ამოიღო და საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმას ცდილობდა. 47 წლის თავდამსხმელი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ბეთლემის რაიონის მკვიდრი აღმოჩნდა. ისრაელის მხრიდან დაშავებულები არ არიან.
ისრაელ-პალესტნას შორის ძალადობამ ერთ წელს მეტია რაც ახალი ძალით იფეთქა, მას ისრაელის სამხედრო რეიდების გახშირება და დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში პალესტინელების მხრიდან თავდახმების გაზრდა მოჰყვა.