"ბოლო თაობა" - ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეებმა ფორთოხლის ფერის საღებავი შეასხურეს ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭის სვეტებს.
10-მდე აქტივისტმა სპეციალური ამწე გამოიყენეს ბრანდენბურგის კარიბჭეზე ასასვლელად.
აქციის 14-ვე მონაწილე პოლიციამ ადგილზე დააკავა და ქონების დაზიანების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მთავრობის პოლიტიკა წიაღისეული საწვავების გამოყენების შესახებ.