„ბათუმის თასი 2023“-ის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა

17 სექტემბერი 2023, 17:55 526 ნახვა

ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები გაიმართა ახალგაზრდა საფეხბურთო ფესტივალზე. შეჯიბრებაში 20 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიისა და უზბეკეთის „ოდილ ახმედოვის სახელობის აკადემიის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი იტალიელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს. ტურნირის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებიც გამოავლინეს. 

„ბათუმის თასი 2023“ ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. შეჯიბრება ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრი მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში