ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება 

16 სექტემბერი 2023, 10:50 512 ნახვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. შაბათს ფიცარნაგზე 109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ზაზა ლომთაძე და გიორგი ჩხეიძე დაიცავენ. ერევანში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი ჩხეიძემ ორჭიდში ვერცხლის, ხოლო ზაზა ლომთაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი, +87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში დაფიქსირდება და მხოლოდ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას. მიზეზი ტრავმაა, რომელიც გოტფრიდმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

ხვალ იასპარეზებს ლაშა ტალახაძე, რომელიც პლანეტის უძლიერესის წოდების მოპოვებას მეშვიდედ შეეცდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი