ბანგლადეშის დედაქალაქში მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი გაჩნდა ქალაქის ბაზარში, სადაც ასობით მაღაზიაა განთავსებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ მეხანძრე-მაშველები, მათ დასახმარებლად არმიის ნაწილებიცაა მობილიზებული. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მოჰამადპურის ბაზარზე იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ზეთები და პლასტმასის პროდუქცია ინახებოდა.
მაღაზიების მფლობელები შემთხვევის ადგილზე მათი ნივთების გადარჩენას ცდილობენ. სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.