ჩილეში სამსახურიდან გათავისუფლებული 7 ათასამდე მედმუშაკი გაიფიცა

14 სექტემბერი 2023, 14:05 532 ნახვა

ასობით ჩილელი სანტიაგოს ქუჩებში გამოვიდა და 7 ათასამდე მედპერსონალის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდპანდემიის დროს დაიქირავა და სამედიცინო სექტორის წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

საპროტესტო ბანერებითა და დროშებით  ათობით ექიმი და ექთანი ლა მონედას საპრეზიდენტო სასახლისკენ გაემართა. მედიცინის მუშაკთა ამ მსვლელობას წინ უძღოდა  48-საათიან გაფიცვა. 

ადგილობრივი მედიის თანახმად, გაფიცვა მიზნად ისახავს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას კარიერული ზრდისა და საპენსიო წახალისების კუთხით აღებულ ვალდებულებებზე.

პროფკავშირი ასევე ცდილობს გააუქმოს დაახლოებით 6 ათას 300 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლებმაც სამუშაო ადგილები  ნაწილობრივ ბიუჯეტის შეზღუდვების გამო დაკარგეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი