აშშ-სომხეთის სამხედრო წვრთნებმა რუსეთი გააღიზიანა

12 სექტემბერი 2023, 14:01 423 ნახვა

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა.  10-დღიან წვრთნებში „არწივი-პარტნიორი“, რომელშიც   85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მონაწილეობს,  მიზნად ისახავს სომეხი ჯარისკაცების მომზადებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად.   

მცირე მასშტაბის მიუხედავად,  სამხედრო წვრთნებმა  რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რომელსაც სომხეთში  სამხედრო ბაზა  აქვს და რეგიონში უსაფრთხოების მთავარ გარანტორად მიიჩნევს თავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის  განცხადებით, არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ამიერკავკასიაში შეღწევას ცდილობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში