უნგრეთში ავიაკატასტროფამ პილოტი მამა-შვილი იმსხვერპლა

11 სექტემბერი 2023, 14:01 508 ნახვა

უნგრეთში საჩვენებელი ფრენის დროს ტე-28 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. 

დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.  მათ სხეულის სერიოზული დამწვრობა მიიღეს, როცა  თვითმფრინავი მათ ავტომობილს დაეცა და აფეთქდა.

შემთხვევა უნგრეთის ბერგენდის აეროპორტში  მოხდა. წინასწარი ვერსიით, პილოტმა მანევრი ცუდად შეასრულა და ავარია პილოტის შეცდომამ გამოიწვია. 

დაღუპული პილოტები 67 წლის მამა და მისი 37 წლის შვილი არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი