ბრაზილიის სასამართლო პუტინის დაპატიმრების საკითხს გადაწყვეტს

11 სექტემბერი 2023, 14:15 526 ნახვა

ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

"არ ვიცი, დააპატიმრებს თუ არა მას სასამართლო, არ ვიცი დააპატიმრებს თუ არა მას ბრაზილიის მართლმსაჯულების სისტემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მთავრობისა თუ პარლამენტის", - აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს "საკითხის შესწავლას" აპირებს. 

ბრაზილიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი