დღეს მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიას დაუპირისპირდებიან 

09 სექტემბერი 2023, 11:30 538 ნახვა

საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასი A ჯგუფის მატჩით გაიხსნა. ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 27:13, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე დომინირებდნენ.

„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე დღეს ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში ტარდება. საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები კი C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ.

10 სექტემბერს უელსი და ფიჯი ითამაშებენ, მეოთხედფინალში კი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი