ესპანეთის ცენტრალურ რეგიონში რეკორდული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიის გამო ჩაკეტა გზები, მეტროს ხაზები და შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა. კვირას და ორშაბათს დილით მოსულმა უეცარმა კოკისპირულმა წვიმამ მადრიდის, კასტილია-ლა მანჩას, კატალონიის და ვალენსიის რეგიონებში ქუჩებში ნიაღვარი მოედინებოდა, რომელმაც გაიტაცა ავტომობილები და ნაგვის ურნები. ბევრ რაიონში სეტყვაც მოვიდა.
სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი ქვეყნის ცენტრში მდებარე ტოლედოსა და მადრიდის პროვინციებში დაფიქსირდა.