უკრაინის პრეზიდენტი დონეცკში ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს ეწვია. ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცების მონახულება, მათთან საუბარი და მათი მხარდაჭერა. მან ჯარისკაცებს მედლებიც გადასცა, ერთ ოფიცერს კი მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობისთვის "უკრაინის გმირის" წოდება მიანიჭა. უკრაინის ლიდერმა მოინახულა დაშავებული ჯარისკაცებიც.
ვიზიტი მას შემდეგ გაიმართა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა დაიბრუნეს მეტი ტერიტორია აღმოსავლეთ ფრონტზე და მიიწევდნენ უფრო სამხრეთით რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში.