სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

04 სექტემბერი 2023, 11:15 549 ნახვა

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის სამხრეთ საკურორტო ქალაქ სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი მიზანი შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის განახლების საკითხი იქნება.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წელს გაფორმდა, ივლისში რუსეთის  მიერ ამ შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ შეწყდა.  

ორი ლიდერის შეხვედრაზე საუბარი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შედეგებსაც შეეხება.

სოჭში ერდოღანის და პუტინის შეხვედრა კრემლშიც დაადასტურეს, თუმცა დეტალები არ გაუმხელიათ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი