3 სექტემბერს ხულოში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება 

01 სექტემბერი 2023, 11:00 804 ნახვა
00:00
00:00

3 სექტემბერს ხულოში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. ღონისძიება ცენტრალურ პარკში ჩატარდება. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა საბავშვო გასართობი შოუები. 

კონცერტს ანსამბლი „გორდელა“ და ოთო ნემსაძის ბენდი გამართავს. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. 

“მუსიკალური საღამოები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი