ქობულეთის "შუქურასა" და ლევან ჯოხაძეს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა

31 აგვისტო 2023, 15:33 720 ნახვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქობულეთის "შუქურასა" და მთავარ მწვრთნელ ლევან ჯოხაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა. გუნდი ასევე დატოვა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ირაკლი ძარიამ და მეკარეების მწვრთნელმა ალექსანდრე აბრამიშვილმა.

ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის მატჩისთვის გუნდს "შუქურა 2"-ის მთავარი მწვრთნელი მარეკ შეველიოვი მოამზადებს.

ქობულეთური კლუბის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"შუქურა" ამ დროისთვის 7 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში კლუბი 2 სექტემბერს "დინამო" თბილისის უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი