ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა.
დანა სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება "დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია".
"თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად," - აცხადებს სპინანტი.