რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთში ქალაქ პსკოვის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ოთხი სატრანსპორტო თვითმფრინავი.
პსკოვის ოლქის გუბერნატორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გადაღებულია საცხოვრებელი რაიონიდან. ჩანს ძლიერი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი, ასევე ისმის სირენების და აფეთქებების ხმა.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.