ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინი გათავისუფლებულია-მალიარი

28 აგვისტო 2023, 20:02 504 ნახვა

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.„რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, – აღნიშნა მალიარმა. მისივე თქმით, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინსვლას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს კიდევ ერთი კვადრატული კილომეტრი ბახმუტის მიმართულებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში