აშშ-ში ფლორიდის შტატში რასობრივ ნიადაგზე მკვლელობა მოხდა

28 აგვისტო 2023, 10:15 485 ნახვა

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილში რასობრივ ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა კაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა ფერადკანიანებს, რომელთაგანაც  3 ადგილზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი  21 წლის  რაიან კრისტოფერ პალმეტრი, რომელმაც იარაღი ლეგალურად შეიძინა და არ ჰქონია კრიმინალური წარსული. მომხდარის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმას  რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა მანამდე მედიისთვის, მისი მშობლებისა და სამართალდამცავებისთვის რამდენიმე მანიფესტიც დაწერა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი მისი სიძულვილი შავკანიანების მიმართ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში