საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გასვლაზე "გაგრას" დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრაში ბათუმელთა ახალი მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს დებიუტი შედგება.
21 ჩატარებული მატჩის შემდეგ "დინამო" 46 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "გაგრას" 22 შეხვედრაში 18 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს.
"დინამოსა" და "გაგრას" მატჩი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.