პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა

24 აგვისტო 2023, 17:51 536 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შესაძლო დაღუპვას გამოეხმაურა და თქვა, რომ მასთან უკრაინას არაფერი აქვს საერთო. „ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ამაში ჩართული“, - აცხადებს ზელენსკი. "ვაგნერის" ლიდერის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე პირველი ეჭვმიტანილი გაჩნდა- წერს გამოცემა "მედუზა" და აღნიშნავს, რომ საქმეში პრიგოჟინის პირადი პილოტი ფიგურირებს - არტემ სტეპანოვი, რომელიც გაუჩინარებულია. სწორედ სტეპანოვია ის კაცი, ვისაც თვითმფრინავზე ჰქონდა წვდომა. მას თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე აუცილებლად დაკითხავენ. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის შასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რუსი ექსპერტები აფეთქების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. გამოცდილი მფრინავები ავიაციის შიდა აფეთქებას გამორიცხავენ. გუშინ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა 10 გარდაცვლილს შორის პრიგოჟინის ცხედარიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი