იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყანასა და რეგიონში პროტესტი მოჰყვა

24 აგვისტო 2023, 10:58 593 ნახვა

სამხრეთ კორეის პოლიციამ დააკავა 14 სტუდენტი, რომლებიც სეულში  იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც იაპონიის საელჩოა განთავსებული.  სტუდენტები ტოკიოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მიწისძვრისგან დაზიანებული  ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას  ოკეანეში  აპირებს. 

მომიტინგეთა ჯგუფი შენობის მერვე სართულზე ავიდა, სადაც საელჩოა განთავსებული და საპროტესტო ბანერები გამოფინა, რომლებზეც იაპონიის მთავრობის  გადაწყვეტილებაა დაგმობილი.  სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სტუდენტებს დაკავებული შენობა და  რამდენიმე მომიტინგე პოლიციის ავტობუსში ჩასვეს. იაპონია დღეიდან  დაიწყებს  რადიოაქტიური ნივთიერებებისგან გაწმენდილი წყლის ჩაღვრას წყნარ ოკეანეში.

ტოკიოს ამ გადაწყვეტილებამ რეგიონში ახალი და მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია.  სამხრეთ კორეაში ეკოლოგთა ჯგუფმა წყნარ ოკეანეში რადიაქტიური წყლის ჩაღვრა სანაპიროზე  პლაკატებით გააპროტესტა.

ტოკიოში ენერგოკომპანია ტეპკოს სათაო ოფისთან წყნარ ოკეანეში  ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვებამდე ერთი საათით ადრე ათობით მომიტინგე შეიკრიბა და დაბინძურებული წყლის რეზერვუარებში შენახვის შესახებ კომპანიისგან მიცემული პირობის შესრულება მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი