უკრაინაში ამერიკელი სენატორები ჩავიდნენ

24 აგვისტო 2023, 10:18 604 ნახვა

კიევს სამი ამერიკელი სენატორი ეწვია   და უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი მხარდაჭერა აღუთქვა. რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი და დემოკრატები ელიზაბეტ უორენი და რიჩარდ ბლუმენტალი საჰაერო განგაშის გამო  იძულებული გახდნენ  ავტოსადგომზე თავშესაფარში გადასულიყვნენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

სენატორები აცხადებენ, რომ უკრაინაში მათი ვიზიტის მთავარი მიზანი  ომში მყოფი ქვეყნისთვის ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საჭირო რესურსები, რათა შეძლონ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა. რადგან ისინი იბრძვიან უკრაინის გადასარჩენად და  ასევე  დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პატივია უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა-აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

უკრაინულმა ჯარებმა ივნისის დასაწყისში დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად  კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით  სამხრეთ-აღმოსავლეთში დანაღმული ტერიტორიების გამო უკრაინელები წინ ნელა მიიწევენ.

გუშინ  უკრაინული დროშა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში რობოტინის დასახლებაში აღიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი