გაეროს ანგარიში 

22 აგვისტო 2023, 10:02 619 ნახვა

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასობით ეთიოპიელი მიგრანტი, მათ შორის ქალები და ბავშვები მოკლეს, რომლებიც სამეფოში შესვლას იემენიდან ცდილობდნენ. განცხადებას  ადამიანის უფლებების დაცვის საერთასორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

73-გვერდიან ანგარიშში, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი  იარაღი გამოიყენეს და მათ  ახლო მანძილიდან ესროდნენ.

ანგარიში ეყრდნობა 38 ეთიოპელის, მიგრანტების ნათესავებისა და  მეგობრების ჩვენებებს, რომლებიც  იემენ-საუდის საზღვრის გადაკვეთას 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე ცდილობდნენ.    

საუდის არაბეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს გაეროს ოფიციალური პირების ბრალდებებს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი