ხულოს მერიის სოციალური პაკეტით 3 ათასი მოქალაქე სარგებლობს

19 აგვისტო 2023, 11:08 854 ნახვა

ხულოს მერიას მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის  მიმართულებით მილიონ ნახევარი ლარი აქვს გამოყოფილი, ამ დროისთვის კი თითქმის მილიონი ლარია ათვისებული.

პროგრამები მედიკამენტების ვაუჩერებით შეძენას, ბავშთა მგზავრობის დაფინანსებას, უფასო სასადილოებსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსურ დახმარებას მოიცავს. თვითმმართველობაში სულ 14 პროგრამა მოქმედებს.

განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ერთჯერადადაც ეხმარებიან. 

ერთჯერადი მატერიალური დახმარება სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი