რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. ინფორმაციას ამის დედალაქის მერი ავრცელებს.
სერგეი სობიანინის განცხადებით, დრონის ფრაგმენტები ექსპოცენტრის ზონაში დაეცა, თუმცა შენობა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.