გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსულ აპოელ-ს გასვლაზე დაუპირისპირდა, 0:1 დამარცხდა და ამით ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა.
ევროტურნირზე შემორჩენილი საქართველოს ერთადერთ წარმომადგენელს განმეორებითი მატჩში მხოლოდ მოგება აწყობდა, რადგან „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა და, ცხადია, უპირატესობა კვიპროსელების მხარეს იყო.
ორი მატჩის ჯამში კი კვიპროსელებმა 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ბელგიურ „გენტს“ დაუპირისპირდებიან.