ივა გელაშვილი კარიერას იტალიურ ''სპეციაში“ გააგრძელებს

16 აგვისტო 2023, 16:13 733 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიურ ''სპეციაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას "Tuttomercato" ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელი ''სპეციას'' ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფელაბაც ექნებათ. გელაშვილი პრაღის ''სპარტის'' აღზრდილია. ივას საქართველოში ''სიონში'' და ''საბურთალოში'' უთამაშია, სადაც ''დინამო'' ბათუმს ჰყავდა განათხოვრებული.

''სპეცია“ ბოლო 3 სეზონი სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში დაქვეითდა და წელს სერია B-ში ითამაშებს.

''სპეციას“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინია, რომლის გუნდისც პირველ ტურში 20 აგვისტოს, „სუდტიროლს“ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი