საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ თბილისის თასსზე ითამაშებს.
დღეს თბილისის თასის ფარგლებში ქართველი კალათბურთელები იორდანიის ნაკრებს ეთამაშებიან.
პირდაპირი რეპორტაჟი 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაიწყება.
დღესვე თბილისში მეორე ნახევარფინალში მონტენეგრო და ირანი ფინალში გასასვლელად ითამაშებენ.
ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი ხვალ გაიმართება.
ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებს დაუპირისპირდება.